2016-03-24 12:59:31, 427 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა გავუმკლავდეთ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ საფრთხეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი ბელგიელი ხალხისთვის მისამძიმრებით გახსნა.
„ნება მიბოძეთ, მივუსამძიმრო მსხვერპლთა ოჯახებს და ბელგიელ ხალხს, ბრიუსელს, ყველას. ჩემი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან არის.
ტერორიზმი არის გამოწვევა ყველასთვის და ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა გავუმკლავდეთ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ საფრთხეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან