საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ვენესუელასა და ფე-ფაქტო აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე.
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, თუ საქართველოში რუსული აგრესია გაგრძელდება და ნატოს წევრი არ გახდება, 10 წლის შემდეგ, ქვეყანას ალიანსში გასაწევრიანებლად ბრძოლის უნარი შესაძლოა აღარ ჰქონდეს.
„მიმაჩნია, რომ გვაკლია ძლიერი ხმა ნატოდან და ევროკავშირიდან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატვა და პატივისცემა ნორმალურია და ეს რაიმე ტიპის ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More