01:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 16:43:18, 360 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოდის

თბილისში დღეს მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოვა, რომლებიც საქართველოში 2 წლის ვადით დარჩებიან. 

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეთა აღნიშნული ჯგუფი რიგით მეთექვსმეტეა, რომლებიც საქართველოში 2001 წლიდან მსახურობენ. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მშვიდობის კორპუსის დირექტორთან, სტივენ სმიტთან ერთად, მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და დაესწრება მიღების ცერემონიას.

საელჩოს ცნობით, მოღვაწეობის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ 11-კვირიან წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის,  კულტურის და პროექტთან დაკავშირებული უნარების სწავლებას. ამ პერიოდის მანძილზე, მოხალისეები ქართველ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ,  რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ტრეინინგის დასრულებისთანავე, მოხალისეები განაწილდებიან საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ორი წლის ვადით.

განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლის ტიპისა და მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში  ანაწილებს. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში  თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს.

660-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში  ჩაიტანეს შინ დაბრუნების შემდგომ.  ეწვიეთ საქართველოში მშვიდობის კორპუსის Facebook-ის გვერდს და გაეცანით ინფორმაციას მოხალისეთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები მშვიდობის კორპუსის მთავარი პარტნიორები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics