|
2016-04-20 17:45:42, 788 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ და ინტერპარტიული ჯგუფი შესაძლოა, არჩევნებზე კოალიციის ფორმით წარსდგნენ
„ დღეს ჩამოვაყალიბეთ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ისე არჩევნების დღეს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანეგო ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ინტერპარტიული ჯგუფის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მიიღო. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა არასაპარლამენტო ოპოზიციის კონკრეტულ მოთხოვნებზე. მისივე თქმით, ხელისუფლება საარჩევნო სივრცის სრულ უზურპაციას ახდენს. „ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა არასაპარლამენტო ოპოზიციის კონკრეტულ მოთხოვნებზე და მან პრაქტიკულად თქვა, რომ ახდენს საარჩევნო სივრცის სრულ უზურპაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციური პარტიების არცერთი მთავარი მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი, გავიარეთ ერთმანეთთან მორიგჯერ კონსულტაცია. პრაქტიკულად აქ არის წარმოდგენილი ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი თითქმის ყველა პარტია და ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენი მოქმედების შესახებ გეგმებს. ჩვენ დღეს ჩამოვაყალიბეთ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ისე არჩევნების დღეს. ჩვენ ვიმოქმედებთ, როგორც საპროტესტო აქციების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით, ჩვენ ვიმოქმედებთ წინა საარჩევნო პროცესზე მონიტორინგის კუთხით. ჩვენ არა მარტო საქართველოს შიგნით გვექნება ეს მოქმედებები,მოქმედებებს გადავიტანთ და ჩვენს საინფორმაციო საქმიანობას ასევე ევროპასა და აშშ-ში, სადაც ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. მე მინდა დავასახელო ყველა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც დგეს შექმნეს ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო: 1. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი; 2. „ საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“- (აკაკი ასათიანი); 3. „ქრისტიან-დემკრატიული პარტია“- (გოჩა ჯოჯუა); 4. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - გია ბერძენიძე; 5. „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“- ზურაბ ხარატიშვილი; 6. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“- ბაჩუკი ქარდავა; 7. „რეფორმატორები“- ნინო ჩარკვიანი; 8. „თავისუფალი საქართველო“- კახა კუკავა; 9. „ევროპელი დემოკრატები“- პაატა დავითაია; 10. „თავისუფლება“ - კონსტანტინე გამსახურდია. ამ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, დამკვირვებლის სტატუსით, მაგრამ ჩართული არის „ლეიბორისტული პარტია“ ასევე გაერთიანებული დემოკრატები“ ნინო ბურჯანაძის პარტია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საარჩვენო სისტემა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას,რომ საქართველო აცდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახდინოს საარჩევნო სივრცის მთლიანად უზურპაცია.ასე იწყება ხოლმე შემდეგ უკვე ხელისუფლების უზურპაცია საბოლოო ჯამში. ჩვენ ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ. დღეს ჩვენ ვდგავართ ამ ტრიბუნასთან,სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის და იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური პარტიები. ბევრს ვერ წარმოედგინა ის, რომ ჩვენ გავაერტიანებდით ჩვენს ძალისხმევას და დავგეგმავდით ერთობლივ მოქმედებებს, მაგრამ ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისადმი. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისათვის,ვისაც სურს გაიზიაროს ჩვენი ეს ხედვა და სტრატეგია, შემოგვიერთდით,მზად ვართ ერთობლივად ვიმოქმედოთ და ერთობლივად წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც და ხაზს ვუსვამ, ევროპასა და ა.შ.შ.-ი!“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ამასთან, როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა განაცხადეს და ეს დაადასტურა ნაწილობრივ ირმა ინაშვილმაც, არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნოდ, ინტერპარტიული ჯგუფი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ტექნიკური კოალიციის სახით წარსდგეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)