გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო
კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, და არა მხოლოდ მათთან, თანამშრომლობის კუთხით; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შეფასებისას განაცხადა.