21:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 09:55:01, 862 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება.

 პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  შეხვედრაზე 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

„ მთავარია ერთობა ერთსულოვნება და თქვენი გვერდში დგომა, სხვანაირად წარმოუდგენელია ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება, განსხვავებული ინფრასტრუქტურით, განსხვავებული შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა  მოქალაქემ საბოლოოდ იგრძნოს კეთილდღეობა, ყველა ცენტრალური ავტობანი, სოფლის გზები იქნება დასრულებული, ეს ყველაფერი გვაძლევს  საქაართველოში, დაახლოებით  200 000 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას, ეს რეალური გეგმაა, რასაც აუციულებლად განვახორციელებთ. ჩვენ არ გვინდა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ისე, რომ ვინმეს დედა, მამა იყოს დაჩაგრული, ეს არცერთი პატარას ცრემლად არ ღირს, ეს საქართველოში არასდროს განმეორდება, ჩვენთვის კანონი უზენაესია.“- განაცხადა კახა კალაძემ.

მომავალი საქმიანობის და  უკვე განხორციელებული პროექტების  შესახებ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით სახლების დაკანონებას და ეს შესრულებულია, შევპირდით საბავშვო ბაღის მშენებლობას და  შენდება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას დავპირდით და ისიც მოწესრიგდა.  ვეტერანებს ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ვპირდები მათ, რომ ჩემი პარლამენტში შესვლისთანავე შევიტან კანონპროექტს, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, თქვენ ხართ ხალხი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის, თავისუფლების ფასი. დღეს უფრო მეტად ძლიერები ვართ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თანადგომას და მჯერა თქვენი მხარდაჭერის.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
წეროვანის დასახლებაში გამართულ შეხვედრას  დევნილთამინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი და დუშეთის, მთიანეთისა და ყაზბეგის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics