|
2016-09-10 18:15:57, 1046 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ერთადერთი ძალა, რომელსაც არ აწყობს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, არის ახალი და ძველი "ნაციონალური მოძრაობა"
პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსი კახი კალაძე შესაბამის სამსახურებს მიმართავს, მაქსიმუმი გააკეთონ, რათა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. "არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ ყურადღბა მიაქციონ მაქსიმალურად, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს. ზოგადად, როდესაც იმართება ამა თუ იმ პარტიის შეხვედრამ არ არის მიზანშეწონილი, იქ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი მივიდეს, ეს იწვევს უსიამოვნებას, შეხლა-შემოხლას, შეიძლება მოხდეს ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენთვის მთავარი და მნიშნველოვანი არის არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება და ამას ვუზრუნველყობთ", - აღნიშნა კალაძემ აჭარის რეგიონში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ ფაქტს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მართავდეს შეხვედრას და პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მივიდეს, ჩაშალოს ის კონკრეტული შეხვედრა. "ერთადერთი ძალა, რომელსაც აწყობს არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება, შემდეგ გარედან საუბარი, რომ არჩევნები მიმდინარეობს არადემოკრატიულ გარემოში, არის ახალი და ძველი "ნაციონალური მოძრაობა",-განაცხადა კაი კალაძემ. აჭარაში მომხდარ ინციდენტზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა, არის ის, რომ იყვნენ ღირსნი ცოცხების და "დუბინკების". ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია, მოყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან. თუმცა. ეს რეაქცია იყო ღირსეული. მადლობა მინდა, გადაუხადო ჩვენ აქტივისტებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ "დუბინკები" და ცოცხები აღარ იქნება, მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ. გუშინდელი ფრაზაც სწორედ ამის კიდევ ერთი დასტური იყო", - აღნიშნა კობახიძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)