18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:48:24, 628 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N5 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთან გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

"მაქვს თელავის განვითარების ჩემეული ხედვა. მინდა, რომ ჩემი ქალაქი, რომელიც არის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე, გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა, თანამედროვე პარკებით, ღია კინოთეატრებით, სკეიდბორდისა და ველო მოედნებით, მოხდეს ცივის მთის ათვისება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე სასტუმროები", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ იგეგმება სწავლების ახალი მოდელის შექმნა, რომლის საფუძველზეც აქცენტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე გაკეთდება.

დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას; ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლიდან დაიწყო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. იგეგმება ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

"ჩემი სურვილია, თელავში შეიქმნას რამდენიმე საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ვაწარმოებთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მთლიანად გაუწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics