პრეზიდენტი მე კი არ უნდა მეწუწუნებოდეს, ის ზომებს უნდა იღებდეს ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მისი ოჯახის წევრის ზეწოლის ფაქტზე, - ამის შესახებ „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.