15:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 13:08:23, 612 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: დღევანდელი გადმოსახედიდან, ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულობას მივესალმებოდი

დღევანდელი გადმოსახედიდან, მივესალმებოდი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ამაზე საუბარი ნაადრევია.

"საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ შორს არის, თუმცა თუ ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს, რატომაც არა. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან მსჯელობა არ  მქონია. მათ შორის არც თვითონ ირაკლისთან არ მქონია ამაზე საუბარი.  ირაკლის შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, უახლოეს მომავალშიც და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა საკუთარ ქვეყანას და ასევე ღირსეულად წავიდა. წავიდა როგორც გამარჯვებული კაცი და არა როგორც დამარცხებული. მაგრამ 2 წელი ჯერ კიდევ წინ არის და ეს დიდი დროა. დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება ირაკლიმ იქამდეც მოისურვოს გამოჩენა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან ახლო ურთიერთობა დღემდე შემორჩა და ერთამენთს ხშირად კითხულობენ.

"ერთმანეთს ძალიან ხშირად ვკითხულობთ. ჩვენ მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩემმა მეუღლემ ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქაც შევხდით ერთმანეთს. ჩემი ბერაც არის ირაკლის ერთ-ერთი ბავშვის ნათლია", - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics