15:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 09:04:37, 538 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის ამომრჩეველთან 200-მდე შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაასრულა.

დეპუტატი ზესტაფონის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა და რაიონის თითოეულ მკვიდრს კარდაკარ შეხვედრის ფარგლებში გაესაუბრა. მისი განცხადებით არჩევნებამდე მოსახლეობასთან შეხვედრების მესამე ეტაპი განხორციელდება.

კანდიდატმა ამომრჩეველს ბოლო 4 წლის განმავლობაში რაიონში დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, პირადად გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

შალვა კიკნაველიძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი განმარტებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია. პროგრამის ფარგლებში ზესტაფონში 28 340-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის 49%-ს შეადგენს.

„ზესტაფონში აშენდა 5 საბავშვო ბაღი და 2 საჯარო სკოლა. 17 საბავშვო ბაღს და 7 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. განხორციელდა 59 კმ. გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭრით. ამ დროისთვის მიმდინარეობს 21 კმ გზის მშენებლობა. 300-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. განხორციელდა 2000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება და უახლოეს მომავალში 3000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კნდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში ქალაქში დაწყებული საუბნო გზების მოწესრიგების, გაზიფიცირება-გამრიცხველიანების, სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში მიმავალი გზების რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას დაპირდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics