|
2016-09-25 17:16:53, 756 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ინფრაქსტრუქუურულ და სოციალური დაცვის პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა . „ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა.სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ 62,1%-ით, 1,4 მილიარდიდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, გაუმჯობესდა სოციალური სახლების მდგომარეობა; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მცირე ზომის ბავშვთა სახლები ამოქმედდა“,-აღნიშნა მაკრახიძემ. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, კიდევ უფორო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებეს შექმნის. იოსებ მაკრახიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც - „ცხოვრება გრძელდება“, რაც იმ კომპანიებისთვის, რომელებიც საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირებს დაასაქმებენ, შეღავათების დაწესებას გულისხმობს. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)