ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება იძულებული იყო, მაჟორიტარული ოლქების შესახებ კანონი მიეღო
ის, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა, დამატებით სირთულეებს აჩენს. თუმცა, ჩვენ, უფრო სწორად ხელისუფლება იძულებული იყო, ეს რეფორმა გაეტარებინა, - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი „გურია ტვ“-ის ჟურნალისტის კითხვას მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლის შესახებ.