04:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 19:46:13, 723 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

როგორც "ექსპრენიუსის" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს და პირველ ლედის რაისა ატამბაევას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.

ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა ყირგიზეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო  ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთს  სახელმწიფო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინეს.

საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,  პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.

ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics