04:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 18:15:02, 666 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია.

სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

"ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე საქართველოს იმ როლიდან, რომელიც მას აკისრია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ყირგიზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. რაც შეეხება თანამშრომლობის სხვა სფეროებს, ხვალ  სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები გაფორმდება, რომლებიც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების და უსაფრთხოების სფეროებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ  შეხვდება.

სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics