|
2016-10-13 11:54:31, 969 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მეორე ტურამდე გაყალბებისა და მანიპულაციის ბევრი მასალა უნდა დავდოთ
„მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს. შესაბამისად, უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება.ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ“, -აღნიშნავს სააკაშვილი. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებით დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს. „მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად. ეს არა მარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ უახლოესი მომავლისთვის იქნება ჩვენი იარაღი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს“, - აცხადებს სააკაშვილი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)