ვოლსკი: არ მაგონდება, რომ პოლიტსაბჭოში უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიის კვორუმის არარსებობის პრობლემა დაეყენებინოს
„რესპუბლიკურ პარტიას“ ჰქონდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული. თუმცა, მოსაზრება ერთია და მეორეა მისი რეალობად ქცევა, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილის დღევანდელ განცხადებას.