16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 21:12:50, 668 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია

ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" არ აპირებს პარლამენტში "შევარდნას" და კონსტიტუციის "გამოცვლას".

„არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის დაახლოებით ერთწლიანი პროცესი განხილვების, მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარ და ამას დაახლოებით დასჭირდება ერთ წელი. ჩემი გათვლებით ეს ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მანამდე გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ეს არის სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა გასდევდეს ფართო ფორმატში განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი წელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის უზურპაციის იდეით შეპყრობილი.

„ჩვენ მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის დღეს“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics