გია ხუხაშვილი: უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი პირველმა ივანიშვილმა დაარღვია
ვფიქრობ, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი, პირველად, სწორედ ივანიშვილმა დაარღვია, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მასთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში საუბარი ღიად დაიწყო. შესაბამისად, უსუფაშვილმა მორალური ვალდებულება მოიხსნა, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის მიერ მათი პირადი საუბრების გასაჯაროებას.