18:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:00:25, 693 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: წყნეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უბნიდან-უბანზე დადის და ღიად ეწევა აგიტაციას

წყნეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უბნიდან-უბანზე დადის და ღიად ეწევა აგიტაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ხოშტარიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ექვსივე უბანზე ზურაბ შაყულაშვილის მანქანა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით მუნიციპალიტეტი მთლიანად ჩართულია საარჩევნო პროცესში, ხალხის მოყანაში და აგიტაციაში.

"ზურაბ შაყულაშვილი თავისი მანქანით დადის. ექვსივე უბანზე დაფიქსირდა მანქანა, ეწევა აგიტაციას, მოყავს ხალხი, გარდა ამისა იქ უბნებთან, მანქანებში სხედან მუნიციპალიტიტეტის თანამშრომლები, რომლებსაც სიები უჭირავთ ხელში, ანუ ძალიან ცხადად ჩანს, რომ მუნიციპალიტეტი მთლიანად ჩართულია ამ საარჩევნო პროცესში, ხალხის მოყანაში, აგიტაციაში და ა.შ. კონკრეტული რამდენიმე შემთხვევა იყო, ეუბნებოდნენ "ხომ იცი 41 უნდა შემოხაზო". მოკლედ, წყენთში ეტყობა, რომ ძალიან ისე მიდის სიტუაცია. დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო დაძაბულობას ველოდებით წინა არჩევნების გამოცდილებით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება.

მეორე ტურის დანიშვნა იმ ოლქებში გახდა საჭირო, სადაც პირველ ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა.

ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კი, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი.

გამოვლენილი პროცედურული დარღვევებისა და უბნების დარბევის გამო, ორ საარჩევნო ოლქში შედეგები გაბათილდა, ამიტომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა აუცილებელი.

22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა: მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე (გაიმართა მხოლოდ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები); ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის 38-ე, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე (გაიმართა როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომ მეორე ტურები აღნიშნულ საარჩევნო ოლქებშიც ჩატარდება.

მეორე ტურსითვის სულ 2 226 600 ბიულეტენი დაიბეჭდა. მათ შორის სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული.

თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის დაიბეჭდა 14 000 ბიულეტენი, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, მათ შორის სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული; ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის- 4200 ბიულეტენი.

ფოტოები © ელენე ხოშტარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics