უსუფაშვილი: მირჩევნია „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იყოს, ვიდრე პარლამენტს გარეთ
„მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსი რჩება პირადად ჩემთვის და „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ნომერ პირველ კონკურენტ პოლიტიკურ ძალად იდეოლოგიის თვალსაზრისით, მე მირჩევნია ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.