15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 11:49:40, 1476 ნახვა

პოლიტიკა
„ეს ემსახურება ყრილობის სამუშაოების გაჭიანურებას“ - „ნაცმოძრაობის“ 27 წევრი პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტიკური საბჭოს წევრები-ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი პატარაია, აკაკი მინაშვილი, კობა სუბელიანი, თინათინ ბოკუჩავა, ზურაბ მელიქიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე,გიორგი კარბელაშვილი, დავით კირკიტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ხათუნა ოციაური, დავით  დარცმელიძე, ნინო კალანდაძე, კობა ხაბაზი, გოჩა კუპრავა, მარიამ საჯაია, პაატა ლეჟავა, ვახტანგ ლემონჯავა და მიხეილ მახარაძე პარტიის  პოლიტსაბჭოს დღეს დანიშნულ სხდომაში  მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს ზემოთ ხსენებული წევრების  ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ისინი დღეს დანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას მიზანშეწონილად შემდეგი მიზეზების გამო არ მიიჩნევენ:


„პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, რადგან გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესის შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.

ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომისიის შედგენის წესი გულისხმობს პარიტეტზე დაფუძნებული საორგანიზაციო კომისიის შექმნას. პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა უკვე დაასახელა 6 წევრი. ჩვენ დღემდე ველოდებით, როდის დაასახელებენ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები წინასწარ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლებს. 

ყრილობის საორგანიზაციო წესებზე სწორედ საორგანიზაციო კომისიამ უნდა იმსჯელოს სამუშაო ფორმატში და არა პოლიტსაბჭომ, რადგან ეს არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია; შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ეს სხდომა ემსახურება ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას.
 20 იანვრის 7000-დელეგატიანი ყრილობის მოწინააღმდეგეებმა უარი განაცხადეს უკლებლივ ყველა წინადადებაზე, რომელიც კომპრომისისკენ იყო მიმართული.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ 20 დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა ყრილობის საორგანიზაციოსაკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე.
30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10 იანვრისა. 

ამიტომ, ნაჩქარევად სხდომის მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველში არყოფნის პირობებში, მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად.

ჩვენი სურვილია კომისიის მუშაობა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რადგან სწორედ საორგანიზაციო კომისია არის ის სტრუქტურა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს დისკუსია პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, საკორგანიზაციო კომისია ვერ შეითავსებს ვერც ერთ იმფუნქციას, რომელიც დამტკიცებული წესებით, პოლიტსაბჭოს კომპეტენციაშია.

გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩეველების წინაშე და გამოვთქვამთ მზადყოფნას,  ყველასთან თანამშრომლობისთვის-პარტიის რაიონული ორგანიზაციების, საპარლამენტო დეპუტაციის, მაჟორიტარობის კანდიდატების, პოლიტსაბჭოს წევრების დაპარტიის მხარდამჭერების ჩათვლით. 

ჩვენი მიზანია, ენმ-ის ყრილობის სამაგალითოდ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება, რადგან სწორედ ეს ყრილობა უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი. ძალა ერთობაშია!“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics