|
2017-01-19 16:49:11, 1390 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში უმსხვილესი ენერგოკომპანიის -"ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,"-განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს, სადაც ამჟამად, მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში, 500–ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)