01:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 14:27:41, 1203 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა.

როგორც მან ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან სასიხარულო მოვლენაა, როცა  ამომრჩევლებმა თავისი პარტიის ბედი თვითონ გადაწყვიტეს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ფასი კაპიკი იქნება თუ  საქართველოს მოქალაქეეებს არ ეცოდინებათ, რომ მათი პირველი დამცველი ეს პარტიაა.

„მე უკვე აღარ ვარ მოწვეული წევრი. შეგიძლიათ ჩამთვალოთ როგორც ამ ორგანიზაციის წევრად. მგონია, რომ ამ პარტიის და საერთოდ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სასიხარულო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა პარტიის წევრებმა ანუ ამომრჩევლებმა თვითონ გადაწყვეტეს თავისი პარტიის ბედი. ეს დიდ იმედს მაძლევს, როცა მომავალზე ვსაუბრობ. ორ მიზანზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია და მეორე ის, რომ ეს პარტია ჩადგეს ხალხის სამსახურში. გვეყოფა თბილისის რამდენიმე უბანში სალონური მოქმედება, რეგიონში ხალხი არის ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე, ამ პარტიის ფასი იქნება კაპიკი, თუ საქართველოს მოქალაქეს  არ ეცოდინება, რომ მისი პირველი დამცველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“,-აღნიშნა ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics