|
2017-02-07 13:35:44, 1097 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ანა დოლიძეს: არავის სჭირდება ლექციების წაკითხვა, გთხოვთ, არგუმენტებით მოკლე პასუხებზე გადახვიდეთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. დოლიძე კომიტეტს სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს. ზარდიაშვილმა მას კითხვით მიმართა: „ჩემი აზრით, თქვენ იყენებთ ძალიან კარგ ტექნიკას იმისთვის, რომ თავი აარიდოთ კონკრეტულ პასუხს. ამიტომ ვამარტივებ, გეკითხებით, დღეს ეს საკანონმდებლო ცვლილებები რომ გაგვეტარებინა, არის თუ არა ამისთვის მზად სასამართლო სისტემა თავისი სკოლით, დანიშვნის სიტემით, თავისი ვადით და უვადობით?“ ანა დოლიძემ ვანო ზარდიაშვილს ასე უპასუხა: „ჩვენი მოტოვირებული შენიშვნებით შემოტანილია გარდამავალი პერიოდი, გარდამავალი პერიოდის დროს, რომელიც პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს 2 თვე, ერთი წელი, უნდა გატარდეს ის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც სისტემას შექმნის მზად იმისათვის, რომ ჩვენ არა გავაუქმოთ 3 წლიანი ვადა, არამედ დავნიშნოთ მოსამართლეები უვადოდ, ეს არის ორი განსხვავებული ეტაპი. დღევანდელი ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით ჩვენ უზენაეს სასამართლოს ვაძლევთ საშუალებას, ერთბაშად დაიმატოს არანაკლებ 12 მოსამართლისა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს სასამართლო სისტემაში შეიქნება უპრეცედენტო კრიზისული ვითარება, სისტემის კოლაფასი და სასამართლოს 12-ზე მეტი მოსამართლის დამატება დასჭირდება 1 კვირის განმავლობაში, არსებული ბერკეტები შეიძლება მოიხმაროს საკანონმდებლო ორგანომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავუმატებდით არც ერთს. ანუ, თუ მოხდება კოლაფსი, ორგანული კანონი შეიცვლება ადეკვატურად და სწრაფად“,-განაცხადა ანა დოლიძემ. ამის შემდეგ დოლიძემ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე და უკვე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების განსხვავებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ განსხვავებულადაც უნდა მოექცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლიძის თქმით, სახეზე იქნება დისკრიმინაცია. სწორედ ამიტომ, დოლიძემ დისკრიმინაციის ტერმინი განმარტა, რასაც კომიტეტის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, თვითმმართველობაზე, დისკრიმინაციის ტერმინის განმარტებაზე, გარდა მოტივირებული შენიშვნებისა, ხომ არ ჯობია, რომ პირდაპირ ვთქვათ, ეს ვეტო მოტივირებული არაა და არის სუფთა პოლიტიკური ვეტო. შესაბამისად, ძალიან მარტივად გავივლით ამ გზას, თუ ამას აღიარებთ“,-მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ანა დოლიძეს. „შეგახსენებთ, ვერც ერთი პასუხი ვერ მივიყვანე ბოლომდე იქიდან გამომდინარე, რომ მაწყვეტინებენ პატიოსანი პარლამენტარები“,-მიუგო ანა დოლიძემ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ტონალობა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამაც დაუწუნა: „ძალიან გთხოვთ, აქ არიან დეპუტატები, არავის არ სჭირდება ლექციების წაკითხვა, ამ პარლამენტმა მიიღო დისკრიმინაციის კანონი და არ გვჭირდება ჩვენ ამის განმარტებები, მე მოგცემთ ახლა შენიშვნას და დავამთავროთ ეს პირადი ერთმანეთის სწავლება. არგუმენტებით ველაპარაკოთ ერთმანეთს და ძალიან გთხოვთ, შევცვალოთ ეს ტონალობა და გადავიდეთ არგუმენტებით მოკლე პასუხებზე“,-მიმართა ეკა ბესელიამ ანა დოლიძეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, თუ რატომ დასჭირდა მას ტერმინ დისკრიმინაციის განმარტება: „ის პიროვნებები, რომლებსაც არ შემოუტანით ჯერ კონკურსში განაცხადი და ის პიროვნებები, რომლებსაც შემოტანილი აქვთ სამწლიან ვადაზე და უკვე არიან დანიშნული 3 წლიან ვადაზე, არიან განსხვავებულ ვითარებაში, შესაბამისად, თუ არიან განსხვავებულ ვითარებაში, მაშინ მათ რომ მოვექცეთ განსხვავებულად, ეს არის გამართლებული. თუ ვიზამთ პირიქით, როდესაც ისინი არიან განსხვავებულ ვითარებაში და ერთი სახაზავით მოვექცევით ყველას, ეს გამოდის დისკრიმინაცია. ესაა მოკლე პასუხი. მაგრამ, ჩვენ გვიყურებს არა მარტო ჩვენი პარლამენტარები, იმედი მაქვს, საზოგადოებაც და ცუდი არ იქნებოდა, დისკრიმინაციაზე მესაუბრა“,-უპასუხა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო ცვლილება და ამასთან პაკეტი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. ანა დოლიძის განმარტებით,შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი- მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, ხოლო შენიშვნების მესამე ჯგუფი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სთავაზობს ცვლილებებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას უფრო დახვეწს.
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)