|
2017-02-07 15:11:34, 2134 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის არავითარი სუბიექტური ინტერესი არ გაგვაჩნია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც მთავრობას და არც პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის არავითარი სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია. უბრალოდ, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, პრეზიდენტის არჩევის რომელი წესი მიესადაგება სისტემას, რომლის დამკვიდრებაც სურთ: „არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი, ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს, ერთადერთი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი წესი მიესადაგება უფრო ემტად იმ სისტემას, რომლის დამკვიდრებაც გვინდა ჩვენ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)