23:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 10:29:19, 1744 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ყველამ ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შესაძლოა, ეს სხვაგანაც განმეორდეს

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, შესაძლებელია ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ  ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაჭიანურებული კონფლიქტების  გადაუჭრელობამ და ახალი კონფლიქტების გაჩენამ  არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანება გამოიწვია.

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ უკრაინაში. შესაძლებელია ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ. ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთკ/ეუთო-ს ძირითად დოკუმენტებში საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ინგრევა უშიშორების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც სწორედაც რომ უნდა იცავდეს საერთაშორისო პრინციპებს. გასულ ათწლეულში, გაჭიანურებული კონფლიქტების გადაუჭრელობამ და ახალი კონფლიქტების გაჩენის თავიდან ვერ აცილებამ დაგვანახა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანება“,-განაცხადა ჯანელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილებით, კონფლიქტმა, რომელიც  90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო კულმინაციას 2008 წელს მიაღწია.

„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ 16 წლის განმავლობაში, 90-იანი წლებიდან, საქართველოში კონფლიქტის თემატიკაზე საბჭომ 39 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ადასტურებდა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობდა ეთნიკურ წმენდას და ხაზგასმით იყო - ვციტირებ „სერიოზული ძალისხმევა ყოფილიყო მიმართული იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს გამოცდილებით, კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო კულმინაციას მიაღწია 2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა  და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით. საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავებელ ადრეულ ნიშნებზე. უფრო მეტი, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა, რადგან 2009 წელს, UNOMIG და ეუთო-ს მისიები ცალმხრივად იქნა დაბლოკილი რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გაზრდილი საჭიროება ამ მისიების ადგილზე ყოფნისა და ვითარების მონიტორინგისთვის. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ჰქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირებისა“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს   პერიოდული ანგარიშები წარუდგინოს  გაჭიანურებული კონფლიქტის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics