|
2017-03-08 12:02:58, 1626 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემეირი იტალიელ კოლეგასთან, პაოლო ჯენტილონისთან გამართავს შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)