პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO-ს წევრობაა
„ძალიან აქტუალურია ერთობლივი ქმედებები იმ ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგ, რომლებიც გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოს მიმართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" გახსნისას, რომელიც ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.