04:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 17:01:42, 1790 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია,, კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, და მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთოს ამ პროცესსა და განხილვაში.

მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი, დღეს კი დაიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა.

„ამ ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსი, ეს არის საფრთხეც და შესაძლებლობაც. კონსტიტუციის ცვლილება საფრთხე და პრობლემური იყო იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამას კონსტულტაციების გარეშე ახორციელებდა. მაგრამ, ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტად გავაერთიანოთ საზოგადოება და ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგზე შევთანხმდეთ'', - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობა მისი პრინციპული პოზიცია იყო სწორედ იმიტომ, რომ  არ ყოფილიყო ეს ორგანო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის ექსპერტირებისათვის დოკუმენტებს ისე, რომ  კომისიის წევრებმა არ იციან რას აგზავნიან.

პრეზიდენტის განცხადებით, მის წინაშე არსებული პოლიტიკური მიზანი და არსებული კონსტიტუციური ვალდებულება მიღწეულია და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი", რომლითაც იწყება კონსტიტუცია იმიტომ, რომ კონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია!''- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხი ძალიან აწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ამიტომ პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებთან გამართონ დისკუსია და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე მათ პოზიციას ყველაგან დააფიქსირებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მის მოდერაციას „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ახორციელებდა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics