|
2017-04-06 12:52:26, 1771 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბანკ „ქართუს“ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ ქართუს“ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ. "2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)