სუბარი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ყველა იმ სიკეთეს ვთავაზობთ, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ პოლიტიკური კურსის გზაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას.