|
2017-05-16 16:42:28, 1718 ნახვა
პოლიტიკა
ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრებმა დააყენეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, უმცირესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა, რომ საქმეში პარლამენტი ჩაერიოს. „ჩვენ მივმართეთ ბიუროს და მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს განსაკუთრებით დაინტერესებული ამ საკითხით. გენერალური აუდიტორი აცხადებს, რომ ის არ ენდობა გამოძიებას, მეორე მხარეს არის ყოფილი გენერალური პროკურორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე სჭიროა პარლამენტის ჩარევა. პარლამენტის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნა და სიმართლის დადგენა. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა არის მხარდასაჭერი. ეს იქნება ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ პარლამენტმა კიდევ უფრო აიმაღლოს თავისი ნდობა საზოგადოებაში. ჩვენ შევქმნათ ასეთი კომისია და ვეცადოთ, რომ სიმართლე დავადგინოთ. ყველა ის ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია და ინცინდენტი შექმნა, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“,-განაცხადა გიგი წერეთელმა. წერეთელმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ინიციატივას დაუჭირონ მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. „მგონი, დრო არის, ჩვენ პარლამენტის წევრებმა თავი არ მოვიტყუოთ, რომ ჩვენ შეიძლება ამ საქმის გამოძება მივანდოთ სამართალდამცავ ორგანოებს. არ მოველით, რომ ამ გამოძებას რაიმე რეალური შედეგი იქნება. მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ საქმე ეხება სისტემურ დანაშაულს, რომელშიც თბილისის მერია არის ჩართული. დღეს არის პარლამენტის პრესტიჟის საკითხი, რო0მ ამ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და რეალურად გავერკვიოთ თუ რა მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს საგამოძებო კომისიის შექმნას და მიგვაჩნია, რომ ეს არის დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიება პარლამენტის მხრიდან“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივას არ დაეთანხმა იურიდიულ საკითხთთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ. ბესელიამ უმცირესობებს პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითა. „თუ ვნახავთ, რომ პროცესი ჩიხში შედის, არ ხდება გამოძიება და არ არის რეალური სურათი, შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, არის თუ არა საფუძველი კომისიის შექმნის. ამ ეტაპზე პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტის მოთხოვნებს“,-განაცხადა ბესელიამ. ეკა ბესელიას პოზიცია გაიზიარა უმრავლესობის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ უმცირესობის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე საუბარი უხერხულია. „როდესაც გვესაუბრებით კაზუისტიკაზე, რომლითაც გინდათ, რომ დაბლოკოთ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს“,-მიმართა სამადაშვილმა ბესელიას. ბესელიამ სამადაშვილს მოუწოდა, რომ პარლამენტის რეგლამენტს პატივი სცეს. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, უმცირესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის დღის წესრიგში მაინც შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორს და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელი უწოდა. „ეს საქმე იქნება განსაკუთრებული ინტერესის საგანი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას, ავტომატურად ეს საკითხი შედის პარლამენტის დღის წესრიგში“,-განაცხადა კობახიძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)