15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 18:48:16, 2166 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. 

მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, გამგებლებსა და ქალაქის მერს, ასევე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ კვირაში ჩატარებულ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა, როგორებიც იყო პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი, პოლონურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება ბათუმში, ასევე რუსთაველის თეატრში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად სამუშაო შეხვდერებისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის გააქტიურებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე უკეთესი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად, მთავრობის თავმდჯომარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს  ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან.

სხდომაზე, ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება ბათუმის ბულვარს. 

უკვე ჩატარებულია მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიებზე. წლევანდელ სეზონზე ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები, შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები.  

მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

აჭარის მთავრობის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი უწყებების მიხედვით მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ახლახანს გახსნილი აგრომარკეტის და დაგეგმილი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა. „გმირთა ხეივანში" ახალ საინვესტიციო-საპროექტო წინადადებები გააცნო დამსწრეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წარადგინა ინფორმაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 25 000 000 ლარი. 

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი 28 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში 12 173 599 ლარს შეადგენს.

ბათუმის მერმა და ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გასნახორციელებელი პროექტები წარუდგინეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მნიშვნელობის საატომობილო გზების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო.

მისი თმით, დაახლოებთ 340 გრძივი კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაემატება აჭარის საავტომობილო გზებს. დეპარტამენტის უფროსმა ასევე გზებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. 

მან აღნიშნა, რომ 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულია 350-მდე ღონისძიება. აქედან 40 უკვე განხორციელებულია, 70 ღონისძიება დასკვნით ფაზაშია და ივნისის თვეში დასრულდება. 

რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს 14 ახალი ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხებისა და დამცავი ზღუდარების მონტაჟი. 

სულ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 34 მლ. ლარი.  ამასთანავე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაწყებულია ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული რონისზიების ღირებულება 4 მლ. ლარს შეადგენს.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიიღეს, ხოლო კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომამ მოიწონა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics