აბაშიშვილი: პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, იცლება პირდაპირი არჩევის წესი და პრეზიდენტი რჩება ადმინისტრაციის გარეშე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, ერთობლივ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებაში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.