20:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 17:28:01, 2616 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნოდ, ამ დროისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა,  1 278 770 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე 167 414 ლარის შემოწირულობით „ევროპული საქართველოა“, შემდეგ ადგილს 56 116.64  ლარით „გირჩი იკავებს,  ”გაერთიანებულმა  დემოკრატიულმა მოძრაობამ” შემოწირულობის სახით 30 000 ლარი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობამ” –24, 153. 57 ლარი მიიღო, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ - 11 699, ”ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ” – 6000, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა შემოწირულობის სახით, 3 120 ლარი მოაგროვა.

აღნიშნული 2017 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდის მონაცემებია. გენერალური აუდიტორის მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობა დადგენილ ლიმიტს არ აღემატება. ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარია.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური  დროებით კომისიას ქმნის, რომელიც პარტიების დაფინანსების კანონიერების თაობაზე იმუშავებს.

გარდა ამისა, მოხდება ყველა იმ შემოწირულობის შესწავლა, რომელიც  რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics