19:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 18:19:39, 2412 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე „ოცნებას“: საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პრეზიდენტთან მიმართებაში განცხადებების გაკეთებისას საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები.

"ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეურაცხყოფა, ბრალდება, ცილისწამება მოგვისმენია პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მე არ მახსოვს არცერთ ჯერზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიეთითებინათ ერთმანეთისათვის, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დამოკიდებულებას", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის უფრთხილდებოდა ინსტიტუციურ თანამშრომლობას და პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებისაკენ, რაც ძალიან სჭირდება ქართულ დემოკრატიას, ქართული დემოკრატიის პერსპექტივასა და მომავალს.

"არასოდეს, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯის გადადგმას არც გეგმავდა და არც მომავალში არ გეგმავს. ყველა მისი ნაბიჯი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება და მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს მმართველი გუნდისაგან. ეს ნორმალურია, როცა ამას იღებენ როგორც ძალიან მძიმედ, ეს უკვე არანორმალურია და ამაზე გვმართებს დაფიქრება ყველას ერთად", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics