2017-08-04 11:38:36, 3320 ნახვა
პოლიტიკა
მაკკეინი ტრამპს: მადლობა შეგიძლიათ პუტინს გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისა და მეზობლებთან შეჭრისთვის
„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ, სახიფათო დონეზეა. შეგიძლიათ მადლობა პუტინს გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვის და ჩვენი მოკავშირეებისადმი მუქარისთვის“, - წერს ჯონ მაკკეინი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ კონგრესი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, კონგრესის გადაწყვეტილებების შედეგად, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა „სახიფათო დონეზეა“.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან