გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიიღო
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.