|
2017-10-23 11:28:23, 1937 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში“ მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მორიგ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომის დასრულებისას მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნთან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სერ ალან დანკანთან,ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან მარკ პრიტჩარდთან, საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან. ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში. მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება ლონდონის საგარეო და თანამეგობრობის ოფისს, სადაც დიპლომატიური აკადემიის დირექტორი, ჯონ ბენიამინი პრეზენტაციას გამართავს აკადემიის კონცეფციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 22-24 ოქტომბერს იმართება.
ხოსტარია რუსეტის გენპროკურატურას -ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)