|
2017-10-23 12:21:38, 2473 ნახვა
პოლიტიკა
უცხოური მედია კალაძის გამარჯვებაზე: „მატჩი, რომელშიც მას დამატებითი დრო არ დასჭირდა“
იტალიური მედია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა. გამოცემა La Repubblica წერს, რომ კალაძე თბილისის ახალი მერია და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს გამარჯვების მოსაპოვებლად მეორე ტურის გამართვაც არ დასჭირდა. "კალაძემ ისეთი მატჩი ჩაატარა, რომ მას დამატებითი დრო არ დასჭირდა", - წერს La Repubblica. გარდა ამისა, მედიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, მმართველ გუნდს საკმარისზე მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჰქონდა. მედიის ცნობით, კალაძე საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა და აქტიური პოლიტიკური კარიერი დაიწყო, მანამდე კი 20-წლიანნი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ამასთან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Liberation, სათაურით: „ყოფილი ფეხბურთელი კალაძე, თბილისის მერი გახდა". მედია წერს, რომ კალაძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ქვეყნის იმ დროინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეულ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში გაწევრიანდა. 2012 წელს კალაძემ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკავა. Liberation ასევე კალაძის პირად ტრაგედიაზეც წერს. კერძოდ კი, 2001 წელს მისი ძმის გატაცების და შემდგომ მკვლელობის საკითხს იხსენებს. კიდევ ერთი ევროპული მედია RadioFreeEurope მასალას აქვეყნებს სათაურით: „კალაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თბილისის მერი გახდა". სტატიაში აღწერილია თუ როგორ მოვიდა ფეხბურთელი პოლიტიკაში და როგორ წარიმართა მისი პოლიტიკური კარიერა. აღსანიშნავია, რომ AC MILAN-ის ყოფილი ფეხბურთელის თბილისის მერად არჩევას უცხოური მედია დეტალურად აკვირდებოდა და კალაძის შესახებ მრავალი სტატია, ისეთმა გავლენიანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, როგორიცაა: BBC, Forbes, The Sun და სხვა.
ხოსტარია რუსეტის გენპროკურატურას -ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)