|
2017-10-23 09:52:35, 2071 ნახვა
პოლიტიკა
პირველადი მონაცემებით, 6 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს მაჟორიტარული ოლქებია: #29 ყაზბეგის, #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქები. კერძოდ, #29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზააგაშვილმა ხმათა 44,61% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 26.88%-ით, დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი სანდრო ყამარაული გავიდა. #35 ხაშურის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 41.54% მოაგროვა, მეორე ადგილი 18.59%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ დაიკავა. #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.54% მიიღო, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ-40.23%. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 43.38% მოაგროვა, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ხმათა 41.76%-ით. #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებში „ქართულმა ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 48.61% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ-27.05%. #65 მარტვილის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 35.81%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)