10:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
13-14 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება

13-14 ივლისს, ქ. ბათუმი  რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ უმასპინძლებს. 

ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებთან შეხვედრა გამართა.

მიშველაძე: კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა, არსებული პროექტის შეჩერებაა

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერებაა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ

„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო  უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობის პროვოცირება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით  ხდება.

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია. 

კობახიძე: აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა.

ირაკლი კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება.

კობახიძე: მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს.

კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო.

მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  ქ. მაუერბახში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს. 

ციხელაშვილი: მთავრობა არ გადაუხვევს მშვიდობიანი პოლიტიკიდან, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დეოკუპაციაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ გადაუხვევს მშვიდობიანი პოლიტიკიდან, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დეოკუპაციაა.

დოლიძე: ხელისუფლება თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან მიმართებაში

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და  ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
აპატურაი: ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში ნატო-ს ჩართვა საქართველოსთვის კარგი არ იქნება

„ნატო-ს პირდაპირი ჩარევა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში, საქართველოსთვის კარგი არ იქნება“, - ამის შესახებ ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ტელეხიდით ჩართვისას განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics