10:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ციხელაშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება არ იგეგმება

"არ იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანელიძე: ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში განხორციელდება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს მოთხოვნით

„ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს საქართველოში, ეს არის საქართველოს სუვერენული კანონმდებლობა,  ნებისმიერი  ცვლილება კანონმდებლობაში განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და  არა ვინმეს   მოთხოვნით“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანელიძე: მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ქვეყნის გამთლიანება წარმოადგენს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო  პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ქვეყნის გამთლიანება წარმოადგენს:

ჯანელიძე: ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მიხეილ ჯანელიზის განცხადებით, მთავრობამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რათა საქართველო იყოს დღეს  აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული  ქვეყანა, რომლის მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა  მშვიდობიანი და  სამართლებრივი გზით, ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება, შერიგება,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავება და ოკუპაციის დასრულება.

მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ნდობა არასოდეს ჰქონია

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე  გამოეხმაურა იმ ქმედებებს, რომელსაც  რუსეთის ფედერაცია ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზზე ახორციელებს.

მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტიკისადმი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც დღეს ვიცე-პრემიერად დაინიშნა, გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის.

ილია ელოშვილი: მოლოდინი მაქვს, რომ „ყაზტრანსგაზთან“ შევძლებთ მოლაპარაკებას

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი "ინტერ რაოსთან" და "ყაზტრასგაზთან" სამართლებრივ დავას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში თავის დაცვას აპირებენ.

ელოშვილი: ყველა ნაბიჯი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე დღეს დაინიშნა, პრემიერს ნდობისთვის მადლობას უხდის. ელოშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებული უწყებაა და ყველაფერს გააკეთებს ამ მდგომარების  შესანარჩუნებლად და მიღწევების გასავითარებლად.

უკრაინის ელჩი: რუსეთი აძლიერებს სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის შეფასებით, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია.

მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარუდგინა.

 

ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის ქევრებს დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

 

დონდუა აფხაზეთში ე.წ. დროებითი დოკუმენტის დარიგებაზე: ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან

„გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის ე.წ. დროებითი დოკუმენტების დარიგებას იწყებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს

„ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს.

 

სააკაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ეს იქნება კორუფციის დამატებითი წყარო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ კონსტიტუციაში მიწის გასხვისების ჩანაწერის გაკეთებას ეხმაურება და მთავრობას გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 

მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივით ავსტრიაში, ქალაქ მაუერბახში გაიმართა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics