|
2018-01-16 12:52:36, 2329 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომა ბრიუსელში 16-17 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და თავდაცვის კუთხით ჩატარებული რეფორმებიც განიხილება. "შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე", – ნათქვამი პრესრელიზში. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და "არსებითი პაკეტის" მომავალზე იქნება საუბარი. ცნობისთვის, კომიტეტზე საუბარი შეეხება ასევე ტერორიზმთან ბრძოლას, უშუალოდ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საკითხს და ასე შემდეგ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)