04:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 21:02:36, 2129 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ხულორდავა: ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით,  საქართველოს ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

აღნიშნული განცხადება თამარ ხულორდავამ ლატვიაში გააკეთა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად  ვიზიტით იმყოფება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ლატვია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ძალიან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ასეთი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც დაეხმარება და აქტიურად ეხმარება საქართველოს ამ იდეის ლობირებაში სხვა დედაქალაქებთანაც. ამ საკითხებზეც, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად, გამახვილდა ყურადღება გამართულ შეხვედრებზე.

გამოვყოფდი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით თანამშრომლობა. მისი მხრიდან ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების ორმხრივ მნიშვნელობას. მან გამოთქვა ინტერესი საქართველოს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით,  ლატვიის მხრიდან  სრული მხარდაჭერა გვაქვს",- განაცხადა თამარ ხულორდავამ.  ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics