18:46 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საგარეო უწყება: საქართველო გმობს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

 

ჩიხრაძე „ოცნებას“: საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პრეზიდენტთან მიმართებაში განცხადებების გაკეთებისას საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები.

 

ციხელაშვილი: დადგება დღე, როდესაც მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები დაირღვევა

„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც დაირღვევა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები, არაერთი კედელი დარღვეულა მსოფლიოს ისტორიაში, დაინგრა ბერლინის კედელი, აუცილებლად დაირღვევა ეს მავთულხლართებიც“,-ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არცევის მონაკვეთზე მიწათხრილების გავლების საკითხს.

 

ციხელაშვილი: ვლადიმერ პუტინის ვიზიტისთვის შერჩეული თარიღი, შემთხვევითი არ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და თარიღი, რომელიც ამ ვიზიტისთვისაა შერჩეული, შემთხვევითი არ არის.

 

ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული, გასული ეპოქა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭება, სამართლებრივი საკითხია და არ სურს, როგორც მთავრობის წევრმა, ამ თემის ირგვლივ კომენტარი გააკეთოს.

 

ვიქტორ დოლიძე სამთავრობო ცვლილებების განხორციელების საფუძველს ვერ ხედავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

 

ვიქტორ დოლიძე: პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თავად რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ  ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს  მხარდაჭერაზე პასუხია.

 

ჯანელიძე პუტინის ვიზიტზე: ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილ ვიზიტს აფასებს, როგორც  რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებად და საერთაშორისო ნორმების შელახვად. 

 

პრეზიდენტი: ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან  ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და აღნიშნულ ქმედებას მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.

 

იზორია: საქართველოს გაერთიანება ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ეს დღე აუცილებლად დადგება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება იყენებს  საჯარო ტრიბუნებს საერთაშორისო არენებზე, რათა დაგმოს ნებისმიერი აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მარტო არ არის და მას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

 

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ვეღარ დატოვებს

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ყველა ქვეყანას აცნობა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია.

 

პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით, კავკასიის  რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება.

 

პრემიერის შეფასებით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობას ემსახურება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

 

პრემიერი აშშ-ის ადმინისტრაციას ქართველი ხალხის სახელით, ხმამაღალი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
მარგველაშვილი: ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს

„როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

დოლიძე: გზავნილები, რომელიც მაიკ პენსმა გააჟღერა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხმიანება

„გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას“,-ასე აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics