|
2018-03-12 13:22:35, 1657 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეუბოვი დახვდა. საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მოგვიანებით კი, გიორგი კვირიკაშვილს, აზერბაიჯანელი კოლეგა არტურ რასიზადე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინნისტრიმამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)