გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: გერმანია- საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე არაა დამყარებული
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის. ეს არის პოზიტიური სიგნალი მომავლისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე, არამედ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მედიის, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთათვის რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.