15:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 14:40:04, 1413 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო რუსეთთან დიალოგზე: ორივე მხარემ ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და საუბარი დაიწყოს

„თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენი ქვეყნის გვერდით ვიქნებით“, - ასე მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ვიზიტის დროს.

როგორც ლუკაშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობები იყო.

"თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი ჭეშმარიტი ძმები. ჩვენ არ ვართ უცხოები. ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. მახსოვს ის სიტყვები, რომელიც პირველად მითხარით - "დიდხანს გელოდითო". ჩემთვის სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრისთვის დრო გამონახეთ და თქვენი ნახვის შესაძლებლობა ისევ მომეცა. პირობას გაძლევთ, რომ თქვენს შეუდარებელ ქვეყანაში რაც შეიძლება ხშირად ჩამოვალ. თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ხართ არა მხოლოდ  საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა გადმოგცეთ მოკითხვა, ჩვენი პატრიარქისგან და სხვა სასულიერო პირებისგან", - განაცხადა ლუკაშენკომ და საქართველო-ბელარუსს შორის მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"თქვენო უწმინდესობავ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. თქვენ აძლიერებთ სახელმწიფოს და ქართულმა ეკლესიამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ასევე უნდა აღვნიშნო ქართულ-რუსული ურთიერთობები. ჩვენი მომხრე ვართ, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. საქართველოს ხელისუფლებას ხშირად ვესაუბრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ყველანაირი უთანხმოებისა დიალოგი რუსულ მხარესთან საჭიროა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ხალხი დგას და მათ სურთ მეგობრობა და მშვიდობიანი ცხოვრება. ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი ეს არ არის კონფლიქტი ხალხს შორის, ეს არის კონფლიქტი ხელისუფლებებს შორის. ორივე მხარემ ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და საუბარი დაიწყოს", - მიმართა ალექსანდრე ლუკაშენკომ ილია მეორეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics